понедельник, 15 апреля 2013 г.

ვაკანსია :სტუდენტები სამედიცინო ინტერნეტ–ტელევიზიისათვის


            სტუდენტები სამედიცინო ინტერნეტ–ტელევიზიისათვის

გვესაჭიროება სტუდენტები სამედიცინო ინტერნეტ–ტელევიზიისათვის. ყურად–რებით იქნება განხილული ჯანდაცვის
მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტთა
მომართვები, შესაბამისი ამ განცხადებასთან.

პროექტის აღწერა
  • ინფორმაციის გავრცელების სისტემების განვითარების ტენდენცია აჩვენებს, რომ სწრაფად შემცირდება  ზღვარი ინტერნეტ და სხვა ტიპის  ტელევიზიებს შორის. ინტერნეტ–გადაცემების ყურება , ახლო მომავალში ჩვეულებრივი საკაბელო ტელევიზიით  იქნება შესაძლებელი.
  • ჩვენი მიზანია დავაფორმიროთ ახალგაზრდების  ჯგუფი, რომლებიც სამედიცინო ინტერნეტ–ტელეარხის  პიონერები გახდებიან.
  •  
მოთხოვნები კანდიდატების მიმართ:
  • ჩვენ გვესმის, რომ მზა კადრები სტუდენტებში არ არსებობენ და თანამშრომლობას ვაპროექტებთ ამ ფაქტორის გათვალისწინებით
  • ჩვენ ეტაპობრივად უნდა დავინახოთ, რომ გაქვთ მიდრეკილებები და თვისებების შეძენის უნარი შეასრულოთ წამყვანის, ოპერატორის, მემონტაჟის ,
    პიარისტის, მარკეტ
    ოლოგის  თუ სხვა ფუნქციები
  • უნდა ქონდეს სკაიპი, მიკროფონი, საერთოდ ინტერნეტში და კერძოდ სოც.ქსელებში მუშაობის უნარები;
  • ჟურნალისტურთან ერთად , უნდა გქონდეთ  პიარისა და მარკეტინგის
    კატეგორიებითაც აზროვნებ
    ის პერსპექტივა
  • ჩვენ წინა პლანზე არ ვწევთ მოთხოვნას კანდიდატები იყოს სამედიცინოს სტუდენტი,
    მაგრამ ზოგიერთი ფუნქციის შესრულება  სამედიცინოს სტუდენტისათვის უფრო იოლი იქნება.
ძირითადი მოვალეობები:
·         ამ ეტაპზე მიზანია მომზადეს გადაცემები ცალკეულ ნოზოლოგიათა შესახებ. გადაცემებს ექნება სპეციალისტთან ინტერვიუს სახე. ამ სამუშაოებში სტუდენტები იმუშავებენ გამოცდილ  ჟურნალისტთა ხელმძღვანელობით და თანდათან გადავლენ დამოუკიდებელი მუშაობის რეჟიმზე.
რა საბუთები უნდა გამოაგზავნონ მსურველებმა
·         ძალიან მოკლე CV
·         თუკი გაქვთ რაიმე წერილობითი მასალები (კითხვა–პასუხები, სტატიები, ინტერვიუები) გაკეთებული ინტერნეტში– მიუთითეთ CV–ში
·         CV–ში მიუთითეთ, ყველა ლინკი სადაც არის ინტერნეტში თქვენს შესახებ რაიმე ინფორმაცია
·         ! მიუთითეთ CV–ში თუკი გაქვთ თქვენი ბლოგი , საიტი ან  აკაუნტი სოციალურ ქსელებში . თუკი არა გაქვთ სასურველია გაერკვეთ ამათში და გახსნათ.
·         ! თუკი გაქვთ რუსული განათლება მიუთითეთ CV–ში
ანაზღაურება:

       შეთანხმებით, ყოველი კონკრეტული სამუშაოსათვის. არ იგეგმება  არც ერთი დავალება, რომლებიც არ ანაზღაურდება.

გამოყენებულ იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები და  ვადები:

·         მოხდება CV–ებისა და თანმხლები წერილების გადარჩევა
·         შერჩეულ კანდიდატებს (სამედიცინოს სტუდენტებს) მიეცემათ დავალება . მაგალიტად : გაეცნონ კონკრეტულ დაავადებებს და მოამზადონ კითხვები ექიმთან ტელე–ინტერვიუს წასაყვანად ე.წ. სიხშირული პრინციპით. ჩაუტარდებათ ტრენინგი. არამედიკებს მიეცემათ სხვა ტიპის დავალებები
·         მეორე ეტაპზე  ნაწილს, ვინც თავი გაართვა პირველ  დავალებას მიეცემათ  უფრო რთული დავალება და ა.შ.თანდათან მოხდება გადარჩევა–სწავლება . პარალელურად ჩატარდება კონსულტაციები, ტრენინგები , ინტერესის  შემთხვევაში 50%–იანი თანადაფინანსებით მიგავლენთ კურსებზე .
·         არ უნდა შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ ჩვენ საქველმოქმედო მიზნებს ვისახავთ. ჩვენ ვართ ბიზნეს–სტრუქტურა და ყველა გადაწყვეტილება მიღებულ იქნება ბიზნეს–ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ თქვენს სწავლებაზე დახარჯული რესურსები მოგებას  მოგვიტანს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ ვორდის ორი დოკუმენტი :CV და მოტივაციის წერილი  შემდეგ ელექტრონულ მისამართზეsesxi1@gmail.com  . თხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება « ინტერნეტ–ტელევიზია  »  შეგახსენებთ, აუცილებელია გქონდეთ სკაიპი და მიკროფონი. პასუხს მიიღებთ მხოლოდ ჩვენს მიერ ინტერესის გამოხატვის შემთხვევაში. საბუტები მოტივაციის წერილის გარესე არ განიხილება.



Комментариев нет:

Отправить комментарий