вторник, 14 мая 2013 г.

სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა
http://ncdc.ge/images/pc.png
დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი
პროგრამული კოდი – 35 03 02 01

მუხლი 1. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია დაავადებათა ადრეული გამოვლენა და გავრცელების შეზღუდვა.

მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები
1.
პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები.
2.
მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.

მუხლი 3. მომსახურების მოცულობა
პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ მომსახურებებს:
) ძუძუს, საშვილოსნოს ყელის კიბო კოლორექტული და პროსტატის კიბოს სკრინინგიკიბოს ადრეული გამოვლენის მიზნით ჩატარდება სკრინინგული გამოკვლევები ქვეყნის მასშტაბით, გარდა თბილისისა. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ასაკის ქალებში, საშვილოსნოს ყელის კიბოსკრინინგი – 25-60 წლის ასაკის ქალებში, პროსტატის კიბოს სკრინინგი – 50-70 წლის ასაკის მამაკაცებში და ფარული სისხლდენის სკრინინგი – 50-70 წლის ორივე სქესისათვის. გამოკვლევები ჩატარდება სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში;
) ბავშვთა ასაკის განვითარების შეფერხება, დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი, რომელიც მოიცავს:
.) 0-იდან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა განვითარების შეფერხების სკრინინგიმაღალი რისკის და დღენაკლულ ბავშვთა გლობალური განვითარების შეფასება სპეციალური კითხვარების და სკრინინგტესტების გამოყენებით, განვითარების და ქცევის პრობლემების მქონე პაციენტთა  ადრეული იდენტიფიკაცია და სკოლისათვის მზადყოფნის შეფასება. ასევე ითვალისწინებს ჯანდაცვის პირველადი რგოლიდან გამოგზავნილ და თვითდინებით მისულ 0 6 წლამდე ასაკის ბავშვთა განვითარების შეფასებას, ჩაღრმავებულ კვლევას და მშობლის კონსულტაციას ბავშვის განვითარების ხელშეწყობის, მოვლის, კვების საკითხების შესახებ, ხოლო სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვისსკოლისათვის მზადყოფნის შეფასე-ბას, დღენაკლული ბავშვებისათვისორჯერად სკრინინგს განვითარების შეფერხების შესახებ;
.) ბავშვთა ასაკის მსუბუქი და საშუალო ხარისხის მენტალური განვითარების დარღვევების პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკა და გონებრივი ჩამორჩენილობის პროფილაქტიკა მოიცავს ბავშვის მსხვილი და ნატიფი მოტორიკის, ექსპრესიული და რეცეპტული მეტყველების, კომუნიკაციის, შემეცნებითი უნარების, თვითმომსახურების სფეროების შეფა-სებას, ბავშვის ფსიქიკური განვითარების ასაკობრივ ნორმასთან შესაბამისობის დადგენას, დიაგნოსტირებულ ბავშვებში ინტერვენციისა და განვითარების ინდივიდუალური გეგმების შემუშავებას;
) ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და ზედამხედველობა, რაც მოიცავს ეპილეფსიის რეესტრის წარმოებას, ეპილეფსიის  პირველად დიაგნოსტიკასა და დიაგნოზის დადასტურების მიზნით პაციენტის ჩაღრმავებულ კვლევებს;
) საქართველოში ონკოდაავადებების აღრიცხვიანობის გაუმჯობესების მიზნით კიბოს რეგისტრის დანერგვა;  
) საგანმანათლებლო კამპანია მოსახლეობის განათლებისა და ჯანმრთელობის საკითხებში ინფორმირებულობისათვის;
) პროგრამის ადმინისტრირება და მონიტორინგი.

მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია, ანაზღაურების წესი
1.
მე-3 მუხლის“, „დაქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება გაწეული მომსახურების მიხედვით, განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში.
2.
კიბოს რეგისტრის დანერგვის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს განსაზღვრული ბიუჯეტისა.
3.
მოსახლეობის საგანმანათლებლო კამპანიით განსაზღვრული მომსახურების დაფინანსება მოხდება გაწეული მომსახურების  მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს განსაზღვრული ბიუჯეტისა.
4.
პროგრამის ადმინისტრირებისა და მონიტორინგის კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება ამ პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო ადმინისტრაციული ხარჯები.


მუხლი 5. მომსახურების განხორციელების მექანიზმი
1.
მე-3 მუხლის“, „“, „“, „დაქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსა-ხურების/საქონლის შესყიდვა განხორციელდებასახელმწიფო შესყიდვების შესახებსაქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
2.
მე-3 მუხლის  „ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მომსახურებას ახორციელებს უშუალოდ სსიპ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

მუხლი 6. მომსახურების მიმწოდებელი
მე 3 მუხლის“, „“, „“, „დაქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და განისაზღვრება ამავე დანართის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

მუხლი 7. პროგრამის განმახორციელებელი
პროგრამის განმახორციელებელია სსიპ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.


www.ncdc.ge

понедельник, 22 апреля 2013 г.

სამეანო გინეკოლოგიური კლინიკები



ექოსკოპიის კაბინეტები


ექოსკოპიის კაბინეტები
___________________

ჯანმრთელობის დაზღვევა



0. 1. ალფა
1. 1. ალფა და მისი სადაზღვევო პროდუქტები
1. 2. ალფას  სადაზღვევო კონსულტანტები
0. 6.  ირაო
 ..
სადაზღვევო კონსულტაციები (გავრცელებული კითხვები)
სოციოლოგიური გამოკითხვები დაზღვევის საკითხებზე